logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგრელია - მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევას ცალმხრივი გარიგება და პრეზიდენტ სააკაშვილის კანონიერი გადაწყვეტილება უწოდა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგრელია - მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევას ცალმხრივი გარიგება და პრეზიდენტ სააკაშვილის კანონიერი გადაწყვეტილება უწოდა
18:13 02.08.2019

რამაზ ახვლედიანისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.

სასამართლომ რამაზ ახვლედიანის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა და საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე (მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოფიციალურ გვერდზე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული მართლმსაჯულების აქტია, თავდაყირა აყენებს სადავო საკითხებზე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს შერჩევითი სამართლის თვალსაჩინო მაგალითს და არ არის დაცლილი მოსამართლეებისთვის ნაკარნახევი პოლიტიკური გავლენებისგან.

ერთის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ ავტორი მოსამართლეების მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა.
მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასებისას ცალსახად განმარტეს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა, რამაზ ახვლედიანის შემთხვევაში კი - საკასაციო სასამართლომ საწინააღმდეგოდ იმსჯელა, რადგანაც რამაზ ახვლედიანმა სადავო აქტი სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში გაასაჩივრა, რაც საქმეზე მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის სასარგებლო დასკვნებისა და სადავო აქტის გაუქმების უპირობო საფუძველს ქმნიდა, რაზეც სამმა მოსამართლემ შეგნებული დუმილი არჩია.

მოსამართლე მაია ვაჩაძის სამართლებრივი დასკვნები გაუმართლებელი და დასაგმობია პოლიტიკური კონტექსტის იმგვარი შეფასებით, რამაც მთლიანად გაამართლა მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობის პირობებში, გამორიცხა საქართველოში სისტემური დანაშაულების არსებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულების სამართლებრივი შეფასების განხორციელებისთვის ესაჭიროება რამაზ ახვლედიანის მიერ მტკიცებულებით გამყარებული ობიექტური ფაქტობრივი მოცემულობის წარდგენა და აღნიშნავს, რომ რამაზ ახვლედიანი მხოლოდ პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, აგრეთვე, მის მიმართ შესაბამისი უწყებების მხრიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და პროკურატურაში მის ერთჯერად დაბარებაზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტი, თუმცა ამგვარი იძულების დადასტურების შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, კერძოდ, ის, თუ რა მომენტამდე და რა ღონისძიებებით ხორციელდებოდა რამაზ ახვლედიანის ნებაზე ზემოქმედება. სასამართლო ამბობს - ყურადსაღებ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლე მაია ვაჩაძე სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე.

აღნიშნულის საპირწონედ, სასამართლოს სისტემურ დანაშაულებების შეფასებაზე შემოაქვს ახალი შეფასებითი ტერმინი - „იძულების განგრძობადობა“ და რამაზ ახვლედიანის და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისგან, საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების ნაცვლად, მოითხოვს განსაკუთრებულ სამხილებს, რაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყურადღების გარეშე, არ უნდა დარჩეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ არსებითად შელახა რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინა - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს.

შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს - „ბიზნეს პარტნიორს“.

რამაზ ახვლედიანი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მიღებული გადაწყვეტილების ანალიზის შესახებ მომზადდება ანალიტიკური ფილმი და არაერთი სადისკუსიო მაგიდა. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობებათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. ამასთან, მხარე საქართველოს გენერალური პროკურატურისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს წარდგენილ საჩივარზე რეაგირებას, დაზარალებულად ცნობას, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, რომელიც ქონების იძულებით დათმობის შესწავლას უკავშირდება, ვინაიდან აღნიშნული საქმის ისტორია საზოგადოებისთვის საყოველთაოდაა ცნობილი - რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სწორედ აღნიშნულის საპირწონედ ამბობს სასამართლო, რომ ადგილი არ ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, იძულების განგრძობადობას, ქონების დათმობის გადაწყვეტილება გამომდინარეობდა პირის თავისუფალი ნებიდან, რაც მთლიანი მართლმსაჯულების ფუნქციონირებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც საყოველთაო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.

ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, არსებითი განხილვისთვის მიიღო. მართალია, მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის თარიღით სახელდება, თუმცა მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა.

ამასთან, საზოგადოების საყურადღებოდ, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შექმნილია უხერხული გარემოებაც. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია - რამაზ ახვლედიანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რამაზ ახვლედიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, გაურკვეველია ორი გარემოება - რა ნაწილში გაიზიარა საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის დასკვნები, როდესაც აუქმებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილების მთლიან ტექსტში მსჯელობა არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზეც, რომელიც მიუთითებლობის გარეშე, ავტომატურად გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოებები მხარეს ეჭვს უჩენს შესაძლო სხვა გადაწყვეტილების პროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის