logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა
18:02 02.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების განადგურების ბრალდებით, 1 პირი - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში 2 აგვისტოს, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ გამგზავრებას ცდილობდა.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 24 ივლისს, პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩიქობავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 1983 წელს დაბადებული გ. ბ.-ის პირადი ჩხრეკა განახორციელეს, რის შედეგადაც მისგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სამართალდამცველებმა გ.ბ. ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში, სადაც მან უარი განაცხადა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამის შემდეგ, გ.ბ. გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით.

სამართალდამცველების ავტომობილში მყოფმა გ.ბ.-მ, ბადრაგად მყოფი პოლიციელების თანდასწრებით, ავტომანქანის სალონში არსებული, ნივთმტკიცების დალუქული პაკეტის აღება და განადგურება მოახერხა.
აღნიშნული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. ექსპერტიზების დასკვნების მიღებამდე, დაკავებული გ.ბ. პროკურორის დადგენილებით, 25 ივლისს გათავისუფლდა.

საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველების ავტომანქანიდან ამოღებულ, დაზიანებულ პაკეტსა და სალონის ზედაპირზე ჩატარდა შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტსა და ავტომანქანის სალონის ანაწმენდებზე დაფიქსირებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ კვლები.

ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისგან, 27 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო მტკიცებულებების განადგურების საქმე.
გ.ბ. ბრალი წარედგინა სსკ-ის 368-ე მუხლით, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების განადგურებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის