logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობით დაზარალებული მესაკუთრის საქმე „სინოჰიდროს“ გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობით დაზარალებული მესაკუთრის საქმე „სინოჰიდროს“ გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
16:23 30.07.2019
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ და კომპანია „DOHWA Cansulting Engineers Co. Ltd"-ის მიმართ სარჩელის განხილვა გონივრული ვადით გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ჩინური კომპანიის წარმომადგენლების გამოუცხადებლობა გახდა. ამასთან, სასამართლომ მოისმინა პროცესზე გამოცხადებული მხარეების პოზიციები სადავო საკითხებთან დაკავშირებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით, მომდევნო სხდომაზე, შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნებიც დაზუსტებულიყო. ამასთან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მხარეებს არსებული ძალისხმევა დავის მორიგებით დასრულებისკენაც მიემართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მოქალაქე მაყვალა ჯაფარიძის სარჩელს განიხილავს, რომლიც ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალდა, უნებართვოდ იქნა გამოყენებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ჭაინათის დასახლებაში და დღემდე არც სახელმწიფოს და არც კომპანიას არ მოუხდენია მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურებაზე უარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც განაცხადა.

საქმის მასალების მიხედვით, „Sinohydro“-ს საქმიანობის შედეგად ბევრია დაზარალებული ადამიანი, როდესაც კომპანიამ საპროექტო მიზნებისთვის ისარგებლა მოქალაქეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით და არ გასცა შესაბამისი კომპენსაცია. ამასთან, ამ ფაქტების მიმართ, სათანადო რეაგირებას არ ახორციელებს „Sinohydro“-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველი სახელმწიფო უწყება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ორგანიზაციამ სასამართლო წესით დავა დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალებული ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის, მაყვალა ჯაფარიძის დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით. „Sinohydro“-მ მესაკუთრის ინფორმირებისა და ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ისარგებლა მოქალაქის მიწის ნაკვეთით, ამოიღო ინერტული მასალა, მიწის ნაკვეთი კი, პირვანდელი დანიშნულებისთვის, უკვე გახდა გამოუსადეგარი. მაყვალა ჯაფარიძე ორგანიზაციის მეშვეობით, 2016-2017 წლებში, არაერთი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, როგორც კომპანიასთან, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ამაოდ ცდილობდა კანონიერ უფლებებში აღდგენას. მოქალაქე ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა, ვინაიდან დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა სადავო საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის გასაჩივრება და სამართლიანი კომპენსაციის მიღებაც, მაყვალა ჯაფარიძემ, უკვე სასამართლო წესით გადაწყვიტა.

დაზარალებული მოქალაქის საკითხის შესწავლის პროცესში დგინდება, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ფართობი 6 000 კვ.მ. წარმოადგენს მაყვალა ჯაფარიძის საკუთრებას. როგორც კომპანია, ასევე დეპარტამენტი, საქმის მასალების მიხედვით მიუთითებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს, მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება ნამდვილად მოხდა, თუმცა დღემდე მოქალაქე სამართლებრივი უფლების დაცვის გარეშეა. ორგანიზციამ ადგილზე მოამზადა დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე ფოტო-მასალა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავერანებულია. აღნიშნულზე სდუმს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ‘სინოჰიდროს“ საქმიანობაზე კვლევა 2018 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. დგინდება, რომ კომპანიის მიერ საქართველოს გარემოზე მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა კოლოსალური თანხა - 233,241.06 ლარი შეადგინა. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა 62,686,98 ლარი. რაც შეეხება სასამართლო დავას, სარჩელი წარდეგნილ იქნა 2018 წლის 1 თებერვალს. საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა