თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
14:38 27.07.2019
თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, 400 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფთაგან 5-მა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.

არსებული ცნობით, სატვირთო ავტომობილში მყოფები სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოსაკენ მიემართებოდნენ.



ბეჭდვა