logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პირველწყარო და მიმოწერა ცნობილია - ვინ გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები
პირველწყარო და მიმოწერა ცნობილია - ვინ გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები
16:29 23.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყარო გამოავლინა და ორი პირი დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ბრალდებულთა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია ესენი არიან - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი მზია დოლბაძე და სომხეთის ციხეში, მკვლელობის ბრალდებით, მყოფი დიმიტრი ანდრეევი.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დიმიტრი ანდრეევის მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც დიმიტრი ანდრეევს სომხეთის ციხეში facebook-ის მესინჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მზია დოლბაძემ გადაუგზავნა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

დიმიტრი ანდრეევს და მზია დოლბაძეს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

მზია დოლბაძის ინტერესების დამცველი დალი ბარბაქაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე წლებია რუსეთში ცოხვრობს და იქ გარკვეულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებით აღნიშნული ვიდეო დიმიტრი ანდრეებს მზია დოლბაძემ რუსეთიდან გადაიგზავნა.

„მზია წარმოშობით ქართველია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. საქმის მასალებში დევს მიმოწერა, რომ - აბა მიდი გამოუშვი ვიდეო, კარგად გავერთოებითო. ვერ გეტყვით, რამდენად პოლიტიკური მოტივები შეიძლებოდა ჰქონოდა ვინმეს, მაგრამ ნუ ეს ადამიანი თვითონ სოციალურ ქსელში არ მალავს მის პოლიტიკურ სიმპატიებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. კომენტარებსაც ტოვებს მათთან, მაგრამ რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი, რთული სათქმელია“, - ამბობს ადვოკატი.

მიმოწერაში, რომლის შესახებაც მზია დოლბაძის ადვოკატი საუბრობს, ვკითხულობთ, რომ ეს კადრები თავად დოლბაძეს ავსტრიიდან გამოუგზავნეს, თუმცა ვინ, ამას უკვე არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება დიმიტრი ანდრეევს, როგორც გავარკვიეთ მისი სახელი სომხეთში სასტიკი მეთოდებით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობას უკავშირდება. ამ ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული მისი მეუღლე - სოფიო ანდრეევიც.

სოფიო და დიმიტრი ანდრეევები სომხეთის ტერიტორიაზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2018 წლის 31 მაისს მისცეს. ამასთან, უკრაინიდან სომხეთში ექსტრადირებული იქნა თანამზრახველობის ბრალდებით ძებნილი შოთა მაღლაკელიძეც, რომელსაც მოგვიანებით ბრალი გადაუკვალიფიცირდა დანასაულის შეუტყობინებლობის მუხლზე და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გათავისუფლდა. თავად ცოლ-ქმარ ანდრეევებს კი პირიქით, ბრალი დაუმძიმდათ და მათ ახლა უკვე ორი, ან მეტი პირის მკვლელობას ედავებიან.

სომხეთში მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ანდრეევებმა და მათთან სტუმრად მყოფმა მაღლაკელიძემ გაიცნეს სომეხი ტაქსის მძღოლი, რომელიც მათ რამდენიმე დღე შეღავათიან ფასებში ემსახურებოდა თავისი მანქანით. ერთ-ერთ შეხვედრაზე სასურსათო მაღაზიიდან იყიდეს საჭმელი და სპირტიანი სასმელი, ჩავიდნენ სევანის ტბასთან, მოფარებულ ადგილას, სადაც ერთმანეთში მოუხდათ ფიზიკური დაპირისპირება. ტაქსის მძღოლი ანდრეევებმა მოკლეს ქვის ლოდის თავში ჩარტყმით.

ამ ფაქტმა გამოძიება კიდევ ერთ მკვლელობაზე გაიყვანა... კერძოდ, ერევანში საკუთარ ბინაში ნახეს ხანში შესული ქალბატონის გვამი. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გვამს ეტყობოდა ძალადობის ნიშნები ყელის არეში. მოწმეების გამოკითხვით გაირკვა, რომ ქალბატონის გარდაცვალებამდე ხშირად სტუმრობდნენ ცოლ- ქმარი ანდრეევები.


https://primetime.ge/news/1563880550-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის