logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ეს განაჩენი არის არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც
გურამ ნიკოლაშვილი: ეს განაჩენი არის არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც
16:20 21.07.2019
„ეს განაჩენი არის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც, რომლებმაც რუსთავის ორის წინააღმდეგ ხანგრძლივი დავისას ვერცერთხელ ვერ მოახერხეს დისტანციისა და ნეიტრალურობის დაცვა, მეტიც, უფრო და უფრო გააძლიერეს მისი დაცვა და არხის დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცნენ" - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“.

ნიკოლაშვილი განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს არასამთავრობო სექტორის როლს, რომლებმაც მისი თქმით, კარგად უწყოდნენ რუსთავი 2-ის ქარტეხილიანი თავგადასავლის შესახებ, იყვნენ თვითმხილველები ამ არხის მფლობელების ცვლისა და მედიის აღნიშნული ფლაგმანის პროპაგანდისა და რუპორად ქცევის ისტორიისა.

„2012 წლის 1 ოქტომბრის მარცხის შემდეგ არხმა მყისიერად შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, როგორც დამარცხებულმა მხარემ და მოირგო ნეიტრალური კრიტიკული ტელევიზიის ნიშა. არხის მესაკუთრის შესანარჩუნებლად ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, ვინაიდან მალევე დაიწყო საუბარი არხის ლეგიტიმური მესაკუთრის გამორკვევის თაობაზე. არასამთავრობო სექტორს არხმა შესთავაზა სატყუარა იდეოლოგიური მესიჯის სახით - „ქვეყანაში მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, დასავლური ღირებულებების დამცველი მაუწყებლის არსებობა“. ეს იყო ის პარადიგმა, რომელიც ხალისით მოირგეს ცალკეულმა უფლებადამცველებმა და დაიწყეს ძალადობის მთავარი ინსტრუმენტის დაცვა” - წერს ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, „ნაცვლად ობიექტური მსაჯულობისა, ნაცვლად მეთვალყურე ძაღლის ფუნქციისა, ნაცვლად ნეიტრალური პოზიციისა, არასამთავრობო სექტორი გახდა მხარე ამ დავაში. ისინი გადალაგდნენ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე, როგორიც იყო „ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის ბალანსის შენარჩუნება“, ზემოთხსენებული „თავისუფალი მედიის არსებობის დაცვა“ და გახდნენ მიკერძოებული, ღია ან ფარული მოკავშირეები ნაცმოძრაობის ახალი ნარატივისა, „არა რუსეთს, არა ოკუპაციას“, რომლის ეგიდითაც უნდა განხორციელებულიყო მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკური რევანში.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უერთგულეს და გაყვნენ ნიკა გვარამიას მის პოზიციებში, საჯარო განცხადებებში, მის სარედაქციო პოლიტიკაში, მის ბრძოლაში რევანშისთვის, რისთვისაც იგი არ მოერიდა არც გინებას, არც სიძულვილს, არც სასამართლოზე თავდასხმას, არც შეურაცხყოფას, არც პიროვნებათა დამცირებას. ისინი თავისი, შედარებით დავარცხნილი რიტორიკით ზურგს უმაგრებდნენ რუსთავი ორს, მიუხედავად ცალკეული ჩასწორებებისა ცალკეულ გამონათქვამებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი კავშირი სასამართლო განხილვებისას.

ამონარიდი პრეს-რელიზიდან:

„სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი, რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილი ყველა სარჩელი,, მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად.
სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ საჩივრებმა ფაქტებთან და სამართალთან დაკავშირებით სერიოზული საკითხები დააყენა, რაც არსებით შესწავლას საჭიროებს.
სასამართლომ იურისდიქციის თითოეული დონე ცალ-ცალკე განიხილა და დაადგინა, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აკლდა არც დამოუკიდებლობა და არც მიუკერძოებლობა.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმის მტკიცება, რომ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მის შვილზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა რამე ისეთი, რომ მიეჩნია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან მეტისმეტი სიახლოვე, რომელიც იყო ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს.“


„როგორც ჩანს ეს სექტორი ვერ ახერხებს ბოლომდე გაიაზროს სტრასბურგის გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და სიმძაფრე. როგორც ჩანს, ისინიც ჯერ ისევ შოკში არიან, არ უჯერებენ თვალებს, რასაც კითხულობენ შავით თეთრზე და ალბათ ისინიც ცდილობენ იპოვნონ რაიმე ისეთი ლოგიკური ახსნა, რაც არ გამორიცხავს აქამდე წლობით ნაშენებ მესიჯბოქსს არხის ქმედებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. მათ უნდა გააცნობიერონ ეს და გადახედონ საკუთარ ქმედებებს, საკუთარ რწმენას, საკუთარ საქციელს, როდესაც დაიჯერეს და გამიჯნეს რუსთავი 2 პოლიტიკური პარტიისგან” - წერს ნიკოლაშვილი და დასძენს, რომ ჯერჯერობით რევიზიის ნიშნები არ ჩანს.

“მეტიც, ისინი მოქმედებენ ინერციით და კერძო არხის შენარჩუნებას ეხლა უკვე ე.წ. საზოგადოებრივი საბჭოს მეშვეობით ცდილობენ. და რას ინარჩუნებენ ამ საბჭოთი? სარედაქციო პოლიტიკას? რომელს? იმ სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე, დესტრუქციაზე, პოლიტიკურ რევანშიზმზე იყო აგებული და რომელიც მთლიანად გააცამტვერა სასამართლოს ვერდიქტმა? ნუთუ აღარ უნდა დარჩეს ზღვარი მათსა და რუსთავი 2-ის ზონდერ-ჟურნალისტებს შორის? სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ზონდერი“-ს ნაცისტური შეფერილობა და შესაბამისად დაუშვებლობა მკვეთრადაა ხაზგასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

ამონარიდი პრეს-რელიზიდან:

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „ზონდერ-მისამართლედ“ (რომელსაც აქვს ნაცისტური კონოტაცია) და გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მიწა დაიწვება მოსამართლის ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „მარიონეტი“, „თემიდის ფსევდო მსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“, „დაქირავებული“, „არამზადა.“ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს კრიტიკა სასამართლო დარბაზში გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს გააკეთა გავლენიანი მედიის, „რუსთავი 2“-ით და არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისთვის პირობების ხელოვნურად შექმნის განზრახვა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის