შსს-მ იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა
შსს-მ იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა
14:14 21.07.2019

შსს-ს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეს, ტრეფიკინგში ბრალდებულს, იულია სუსლიაკს

აზრებაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თაობაზე უარი ეთქვა, რადგან მას არ ჰქონდა საკმარისი ფინანსური სახსრები, სამოგზაურო დაზღვევა და ასევე ის არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

უწყების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვახტანგისი”-ს გავლით აზერბაიჯანის მიმართულებით გააბრუნეს.

სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა მომხდარს ხვალ დაანონსებულ ბრიფინგს უკავშირებს, რომელზეც იულიას უნდა მოეყოლა მისი დაკავების შემდგომ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისფლეს და საქართველომ საქმე უკრაინის პროკურატურას გადასცა.

 

ბეჭდვა