logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დეპუტატი ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატი ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
13:01 21.07.2019
ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნარინე გინოსიანი დეპუტატს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

დეპუტატი ბრალდებას უარყოფს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი თავისუფალია, თუმცა ორი დღეა, მიზანმიმართულად ხდება იმ ბინძური კამპანიის მონაწილე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

იმ ამაზრზენი ბრალდების საპასუხოდ, თითქოს ნარინე გინოსიანის მიმართ გარკვეული ინტერესი მქონდა, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.

აუდიტის სამსახურმა, შესწავლის დასრულების შემდეგ, ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.

გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთალო კამერას აქვს დაფიქსირებული.

მინდა, თხოვნით მივმართო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელთაც ჩემი მხრიდან, აუცილებლად გადავცემ შესაბამის უწყებებს. ასევე, მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს.

მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო" - აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა