logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა
ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა
18:04 19.07.2019
სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმის თქმა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არცერთ ნაწილში არ დარღვეულა მიუთითებს იმას, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლეს დონეზე იმუშავა, სწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხები და კანონიერ მესაკუთრეს მიაკუთვნა საკუთრების უფლება,,- ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეს საფრთხე ,,რუსთავი 2“-ს ექმნება, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

,, ვინც ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ,,რუსთავი 2-ს“ საფრთხე ექმნება, არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს. ის ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ თავს დებენ პროდასავლურობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და მეორეს მხრივ აკრიტიკებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმ სასამართლოს, რომელიც დგას სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, დემოკრატიული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე, - ეს არის ორი, ურთიერთშეუთავსებელი რამ. ეს ადამიანები არაფერს ამბობენ იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლო რეალურად ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის მისაღებია და ისინი აღასრულებენ მას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა.

,,ამ საქმით დადასტურდა ის, რაც ქართული მართლმსაჯულების მიერ იქნა დადასტურებული და ეს არის ქართული მართლმსაჯულების აღიარება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმის თქმა, რომ არცერთ ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა მიუთითებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლეს დონეზე იმუშავა, სწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხები და კანონიერ მესაკუთრეს მიაკუთვნა საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშს, რომელსაც წაართვეს ნაციონალური რეჟიმის დროს საკუთრება. საკუთრების უფლებაზე სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ დაუშვებლად სცნო, არც კი იმსჯელა ამ საკითხზე“,- განაცხადა დეპუტატმა

ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეების ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და პირიქით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე მეორე ინსტანციის მოსამართლეები მოქმედებდნენ მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ობიექტურად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა