logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 უფლებადამცველი: ახლა მესაკუთრე ხალვაშია, რომელსაც გვარამიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია და მისი გათავისუფლების უფლება აქვს
უფლებადამცველი: ახლა მესაკუთრე ხალვაშია, რომელსაც გვარამიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია და მისი გათავისუფლების უფლება აქვს
18:15 18.07.2019
„გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს," - აცხადებს „რეზონანსთან" უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის შეცვლის მოთხოვნით უკვე მიმართა. ამასთან, დღესვე დაჩქარებული წესით ხალვაშს „რუსთავი 2" გადაუფორმეს. აღნიშნული განაცხადი საჯარო რეესტრმა დაჩქარებული წესით განიხილა.

თანაც „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის პოსტზე ნიკა გვარამიას შემცვლელად ქიბარ ხალვაშმა მისი ადვოკატი პაატა სალია დაასახელა. ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სალიას პირველი რიგის ამოცანა იქნება, უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, სამართლებრივად „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება ქიბარ ხალვაშს შეუძლია, რადგან ხელშეკრულება ნიკა გვარამიას ხალვაშთან არ გაუფორმებია.

„გვარამიას მოუწევს ჩივილი, ის სამი თვის გასვლას არ დაელოდება. თუმცა საქართველოს მთავრობამ აღსრულებაში გაუშვა ეს საქმე მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთ საათში თავისი კომენტარები გააკეთა.

„გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს.

„სხვა საკითხია ახლა გვარამიას კონტრაქტში რა უწერია, მაგრამ ამ კონტრაქტზე ქიბარ ხალვშს ხელი არ მოუწერია, არამედ მოუწერეს ყარამანიშვილებმა. რადგან ისინი კომპანიის მესაკუთრეები აღარ არიან, გამოდის, რომ მართვა-გამგეობას ქიბარ ხალვაში ახორციელებს. ახლა გვარამია იქნება იძულებული მისი განთავისუფლების გამო იჩივლოს. ის, რა თქმა უნდა, იმას ამტკიცებდა, ხელს ვერავინ მახლებსო, მაგრამ თუკი ქიბარ ხალვაში ხელს ახლებს, მოუწევს ამტკიცოს, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის