logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მანანა ვაზაგაშვილი: იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე, მხდალები და მკვლელები დამარცხდნენ
მანანა ვაზაგაშვილი: იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე, მხდალები და მკვლელები დამარცხდნენ
15:36 18.07.2019
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, თუ შეიძლება ამას სასიხარულო ერქვას. ძალიან გული მწყდება, რომ ამ დღეს ჩემი ძმა, იური ვაზაგაშვილი ვერ მოესწრო, – ამის შესახებ 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა.

„ყოველთვის ამბობდა, შევეწირები ამ საქმესო და შეეწირა. სიმართლემ მაინც იზეიმა. ვისაც ეგონა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მართლა ყაჩაღები იყვნენ, როგორც ამას წინა ხელისუფლება, მკვლელები ამბობდნენ, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს ასე არ იყო. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა.

ჩემმა მტერმა გაიაროს ის, რაც ჩვენ გავიარეთ. გარდა იმისა, რომ ამხელა ტრაგედია გადავიტანეთ, განვიცდიდით ზეწოლას მკვლელების მხრიდან – უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, საშინელებები გადავიტანეთ, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი, რომ სამართალი იზეიმებდა. როგორც კი გავიგე დღეს ეს ამბავი, ერთი სული მქონდა, გავქცეულიყავი და ჩემი ძმისთვის ჩამეძახა სასაფლაოზე, რომ იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე. ჩემი ძმა გამარჯვებულია, ის კაცურად წავიდა და ეს მხდალები და მკვლელები დამარცხდნენ“, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

მანანა ვაზაგაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი სამართლის მისაღწევად ცხრა წლის განმავლობაში იბრძოდა.

„იური იმიტომ მოიშორეს, რომ ყველა არ დაისაჯა. დაისაჯა ძირითადი ფიგურა, ვინც ეს სპეცოპერაცია მოაწყო, სამი ადამიანი. იური რომ ცოცხალი ყოფილიყო, მკვლელობაში მონაწილეებს გარეთ არ დატოვებდა და მოიშორეს. ზეიმობენ, მაგრამ ნუ ზეიმობენ. აუცილებლად დაისჯება ყველა. მართალია სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ, მაგრამ ველოდები ღმერთის სამართალს. დარწმუნებული ვარ, დანარჩენი პირები დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ. რამდენიმე ვიცი. იურიც მუდმივად მაგას ამბობდა, ჩემი შვილის მკვლელები დღესაც თანამდებობებზე არიანო. იცოდა თითოეული მათგანი სად მუშაობდა, გვარებით, სახელებით და მოიშორეს. რისთვის მომიკლეს ძმა, რადგან შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა. ცხრა წელი იბრძოლა და ვერ მიაღწია სამართალს. დღეს დადგა სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ვაზაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის