logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
“რუსთავი 2” - ის მფლობელის ადვოკატი: გვრჩება ერთადერთი გზა -გენერალურმა დირექტორმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი კომპანიის დამაზიანებელ ქმედებებზე
“რუსთავი 2” - ის მფლობელის ადვოკატი: გვრჩება ერთადერთი გზა -გენერალურმა დირექტორმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი კომპანიის დამაზიანებელ ქმედებებზე
15:54 15.07.2019
რუსთავი2-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, ნინო ნიჟარაძის სახელით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს.

გიორგი ყავლაშვილი, ადვოკატი:

- თავისთავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისს მისაღები გადაწყვეტილება ჩვენთვის რისკის შემცველია. ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შესაძლოა შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩეს, რაც ნიშნავს არხზე ქიბარ ხალვაშის მისვლას. ასეთ შემთხვევაში, საფუძველი ეცლება ნინო ნიჟარაძის სამოქალაქო დავას. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს და დომინანტ პარტნიორებს ვედავებით სამოქალაქო წესით და ვითხოვთ თავად კომპანიის და ნინო ნიჟარაძის სასარგებლოდ გარკვეული თანხების დაკისრებას. იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება, ავტომატურად ეს გავლენას იქონიებს ჩვენს სამოქალაქო სარჩელზე და ნინო ნიჟარაძე ვეღარ შეძლებს დავის გაგრძელებას, ვინაიდან არც ნიჟარაძე და არც ის პარტნიორები, ვისაც ჩვენ ვედავებით აღარ იქნებიან ტელეკომპანიის მფლობელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა - არხის გენერალურმა დირექტორმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი მის ქმედებებზე, რომელიც კომპანიისთვის იყო ცალსახად დამაზიანებელი. ამიტომაც, მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს. მიუხედავად იმისა, ჩვენ დავრჩებით თუ არა მეწილედ, საგამოძიებო ორგანო ვალდებული იქნება გაარკვიოს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულებრივი ფაქტის არსებობას... ჩვენ გვსურდა ამ წილის გაყიდვა, თუმცა დომინანტმა პარტნიორებმა არც სხვაზე გაყიდვის უფლება მისცეს და არც თავად შეიძინეს ეს წილი. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი დამოკიდებულება დაუსჯელი დარჩეს. მთელი ამ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ ნინი ნიჟარაძის უგულებელყოფას. ელემენტარულად დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტიც კი არ ყოფილა მეწილესთან შეთანხმებული, კონტრაქტი, რომელიც თურმე გულისხმობს ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის 5 მილიონიანი კომპენსაციის გადახდას.

- კონკრეტულად, რა მუხლით ითხოვთ გამოძიების დაწყებას ნიკა გვარამიას მიმართ?

- ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს დირექტორის მიერ სპეციალური უფლებამოსლების ბოროტად გამოყენებას, თუმცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, სხვა კვალიფიკაციაც გამოიკვეთოს.

- თქვენ ითხოვდით ტელეკომპანიისგან კონკრეტული დოკუმენტაციის გადმოცემას... თუ მიიღეთ ეს დოკუმენტები?

- ეს დოკუმენტები გადმოგვცეს ნაწილობრივ, თუმცა აქედანაც აშკარა არის, რომ შემოსავლების კლება განპირობებულია მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანაც შეგნებულად. „ინტერმედია“, რომელიც ყიდის რუსთავი2-ის რეკლამას 2014 წლამდე ტელეკომპანიას მზარდი ტენდენციით უხდიდა თანხას, ხოლო შემდეგ გენერალური დირექტორის მიერ მოხდა ფიქსირებულ შემოსავალზე გადაყვანა. ანუ თვის დასაწყისში რუსთავი2 „ინტერმედიას“ წარუდგენდა ფიქსირებულ თანხას, რომელიც უნდა ჩაერიცხა სარეკლამო კომპანიას, თუმცა სინამდვილეში რა სარეკლამო შემოსავალი შედიოდა „ინტერმედიაში“ რუსთავი2-ის წყალობით ამას უკვე აღარავინ კითხულობდა. ყოველშემთხვევაში, შემდგომი კონტრაქტებით, ეს სკითხი გამჭირვალე აღარ არის. ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდებოდა ტელეკომპანიის შემოსავლების შემცირება. პირობითად, თუ ტელეკომპანია 2014 წელს სარეკლამო შემოსავლიდან იღებდა 45 მილიონს და 2015 წელს რეკლამის შემომტანისგან ითხოვ მხოლოდ ფიქსირებულ 32 მილიონს, ცხადია ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს.

- თავად „ინტერმედიას“ უკან ვინ დგას? რატომ უნდა მიეღო რუსთავი2-ს მისთვის საზიანო და „ინტერმედიასთვის“ სასარგებლო ფინანსური გადაწყვეტილებები?

- „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე და დამფუძნებელი არის ბატონი მიშა მშვილდაძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ „პროესკო ფროდაქშენის“ დამფუძნებელი. ეს კომპანია კი რუსთავი2-ის იურისტ დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად ფლობს ტელეკომპანია „მესამე არხს“. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსთავი2-ის სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ მიემართება „მესამე არხზე“, ამ ტელეკომპანიის გასაძლიერებლად და მე აქვე თქვენს მკითხველს შევახსენებ ბატონ გვარამიას განცხადებას, რომ თუ რუსთავი2 არსებული ფორმით აღარ იქნება მის განკარგულებაში, ტელეკომპანია მთლიანად გადავა სხვა არხზე და იქიდან გავაგრძელებთ მაუწყებლობასო. ანუ, თუ სტრასბურგმა ძალაში დატოვა შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ სქემით აპირებენ „მესამე არხზე“ გადასვლას, არხზე, რომელიც არის პირდაპირ რუსთავი2-ის ფულით გამოკვებილი და თანაც რუსთავი2-ის ფინანსური დაზარალების ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში, აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება ჩემი მარწმუნებელი, ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, რომელიც მსგავს მაქინაციებში არ მონაწილეობს. ის ზარალდება ყველაზე მეტად, შესაბამისად, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მივმართოთ პროკურატრურას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა