გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა
გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა
14:42 13.07.2019
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, გუბაზ სანიკიძე გამოკითხეს.

პოლიტიკოსი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

„შეკითხვები იყო ჩვეულებრივი, რა ხდებოდა მიტინგზე, როგორ რა ვითარებაში ხდებოდა, ვინ ვის ეჩხუბებოდა, დეტალებს მეკითხებოდნენ. ასევე მე სად ვიყავი, რა პოზიციაზე ვიყავი ამა და ამ დროს. ვის სად შევხვდი, ვინ რას ამბობდა - რაც მოსალოდნელი იყო ის შეკითხვები დაისვა. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი არ ყოფილა.

ასევე შეკითხვა იყო ნიკა მელიაზე. იყო თუ არა იქ, რას ამბობდა. და მე გავეცი პასუხები, რაც ვიცოდი, რომ არავითარი მოწოდება მას შესვლასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, მე ეს არ გამიგია, არ შევსწრებივარ" - განაცხადა სანიკიძემ.

ძალოვან უწყებას ამავე საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული ჰყავს: ბაჩუკი ქარდავა, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ირაკლი ღლონტი. დაკავებუკლია 4 ადამიანი და ბრალდებულია დეპუტატი ნიკა მელია.


ბეჭდვა