logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
უზენაესმა სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა
უზენაესმა სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა
12:51 12.07.2019
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბ.ა.-მ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის“ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა - 60 000 ლარი კონფიდენტებზე, ე.წ „ჯაშუშებზე“ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბ.ა. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით; 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მინისტრის ყოფილი მოადგილე ნ.ძ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მ.ქ., №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ა.მ., ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის