logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: თუ დომინანტი პარტნიორები გვარამიას არ გადააყენებენ, დავრწმუნდებით, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: თუ დომინანტი პარტნიორები გვარამიას არ გადააყენებენ, დავრწმუნდებით, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ
18:22 10.07.2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში პარტნიორთა კრება იმართება. სხდომაზე ორი საკითხის დაყენება იყო დაგეგმილი. ერთი მათგანი 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიერ წარმოებულ სარჩელს ეხება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მხარეები შეჯერდნენ, თუ რა კითხვებს და რა დოკუმენტაციას მიაწვდიან საერთაშორისო აუდიტორიულ კომპანიას, რომელმაც დავა უნდა განიხილოს.

მეორე საკითხი, როგორც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ამბობს, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მხრიდან არის დაყენებული და პარტნიორებს მოუწოდებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დირექტორს, ნიკა გვარამიას მხარი დაუჭირონ.

„ჩვენ არათუ ვაპირებთ გვარამიას საქმიანობის დადებითად შეფასებას, არამედ დავაყენებთ საკითხს მის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ განცხადებები, რომელიც გიორგი გაბუნიადიერ ეთერში გაკეთდა გვარამიასთან შეთანხმებული იყო. ასე რომც არ ყოფილიყო, დირექტორის ქმედება არ არის მომხდარის შესაბამისი და ეს არხის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. იმიჯის დაზიანება თავის მხრივ ციფრებშიც აისახება და ამით პარტნიორები წესით კმაყოფილნი არ უნდა იყვნენ. თუ დომინანტი პარტნიორები ნიკა გვარამიას არ გადააყენებენ, დავრწმუნდებით ჩვენს ეჭვებში, რომ ისინი ყველანი ერთად, კომპანიის ინტერესების მიღმა შეთანხმებულად მოქმედებენ“,- აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე სასამართლოში დაობს და არხის ხელმძღვანელობას კომპანიისთვის ზარალის გამიზნულად მიყენებაში ადანაშაულებს.

კერძოდ მისი პოზიციაა, რომ სარეკლამო დროის გაყიდვებში შუამავალი კომპანიის ჩართვით რუსთავი 2-მა მილიონობით ლარი იზარალა. ამ კომპანიის მიერ გამომუშავებული თანხები კი ტელეკომპანია „მესამე“-ს მოხმარდა, სადაც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას კომერციული ინტერესი აქვს. ნინო ნიჟარაძე 1.5 მილიონ ლარს კომპენსაციის სახით, ხოლო 26 მილიონი ლარის გადახდას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასარგებლოდ ითხოვს. ნიკა გვარამია ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მეწილეების გამოყენებით ხელისუფლება დამოუკიდებელი არხის ხელში ჩაგდებას და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. საქმეს მხარეთა გადაწყვეტილებით საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიები შეისწავლიან.


Read more at https://www.primetime.ge/news/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის