სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა
16:48 04.07.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.
ბეჭდვა