ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში - 12 სამხედრო მოსამსახურე ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი
ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში - 12 სამხედრო მოსამსახურე ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი
18:05 02.07.2019
შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც თორმეტი სამხედრო მოსამსახურე გადაადგილდებოდა, ამობრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

სამხედრო მოსამსახურეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ცნობით, სამხედროები ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადისაკენ გადაადგილდებოდნენ.

ბეჭდვა