logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები": მოსამართლე მაია გიგაურის გადაწყვეტილება დამაზიანებელი და პრობლემატურია სამართლიანი სასამართლოსთვის
„ახალგაზრდა ადვოკატები": მოსამართლე მაია გიგაურის გადაწყვეტილება დამაზიანებელი და პრობლემატურია სამართლიანი სასამართლოსთვის
17:40 29.06.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „VTB ბანკ ჯორჯიას“ მიმართ დავაზე, სრულიად მოულოდნელი შედეგი ტოვებს სასამართლოს მიკერძოების ღია შთაბეჭდილებას, რაც სათანადო ფორმით და წესით იქნება გამოაშკარავებული და საჭიროებს საზოგადოებრივ რეაგირებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება არ პასუხობს „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობის ობიექტურ შეფასებას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკიდან გათავისუფლებული მუშაკის სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც არ არის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგი. მოსამართლე მაია გიგაურის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა რიცხვშია, დამაზიანებელი და პრობლემატურია სამართლიანი სასამართლოსთვის, ვინაიდან ნებსით თუ უნებლიეთ, არ ასახავს საქმეში არსებულ სინამდვილეს და იცავს ძლიერი მხარის - ბანკის ინტერესებს.

• სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ ბანკი შინაგანაწესის საფუძველზე, ვალდებული იყო დასაქმებულისთვის გადაეცა გათავისუფლების ბრძანება, რაც არ განახორციელა 2017 წლის 27 თებერვლამდე. შესაბამისად, მხარემ სადავო ბრძანების მიღებიდან, როგორც 1 თვის ვადაში, ასევე ხანდაზნმულობის ვადების - 3 წლიანი პერიოდის ამოწურვამდე, მოახდინა სარჩელის აღძვრა და სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა ბანკის მიმართ. შესაბამისად, დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა. ამასთან, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბანკსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება. სასამართლომ შრომით საქმიანობად აითვალა 2012 წლის ოქტომბრიდან ბრძანების გამოცემის პერიოდი, როდესაც მუშაკი სამუშაოზე მიღებულ იქნა 2012 წლის სექტემბრის თვეში, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმე არ გასცა, რამაც მხარეს მოუსპო საშუალება დოკუმენტურად დაედასტურებინა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტი.

• სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ ბანკის პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მუშაობდა 11 თანამშრომელი. აქედან ხელშეკრულება შეუწყდა 2 თანამშრომელს - მოსარჩელეს და მამუკა ქავზინაძეს. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა - ხელშეკრულების ვადის გასვლა, თუმცა მოწმის სახით დაკითხულმა საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სადავო პერიოდში მოქმედმა უფროსმა, მამუკა ქავზინაძემ განმარტა, რომ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამდენად, მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებონა ის ფაქტი, რომ ბანკმა, ფაქტობრივად, ერთ თანამშრომელთან აღარ მოისურვა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება და ეს დასაქმებული იყო მოსარჩელე.

• სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ ბანკის მაღალი მენეჯმენტის ყველა უფლებამოსილი პირი, გათავისუფლებული მუშაკის მხრიდან ინფორმირებული აღმოჩნდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების თაობაზე, მაგრამ ბანკმა რეაგირება არ მოახდინა მათზე, დასახელებული ფაქტები და მასში მონაწილე პირები დატოვა სათანადო სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე და მოსარჩელის პრეტენზიების მართებულობის დადგენის სანაცვლოდ, პრობლემის გადაჭრა გათავისუფლებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმით გადაწყვიტა;

• სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაგრძელებაზე უარი გახდა არა მუშაკის კვალიფიკაცია, არამედ კონფლიქტის შედეგები, არასასურველ კადრად წარმოჩენა. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც უნდა განეხორციელებინა ანალოგიურ შრომით პირობებში დასაქმებულ ვერიკო ბოჭორიშვილს. ეს დავალებები გაიცემოდა მუშაკის უშუალო უფროსის - მამუკა ქავზინაძის მხრიდან, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნულმა წარმოშვა გათავისუფლებულის სამართლიანი პრეტენზია, რათა დაცული ყოფილიყო იდენტურ უფლებამოსილებაში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული დავალებების გადანაწილების სამართლიანი ბალანსი. დასაქმებულის აღნიშნული საკითხი დასვა, როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე საოპერაციო განყოფილების უფროსთან და ვიცე-პრეზიდენტთან, თუმცა უშედეგოდ. ვითარებამ განაპირობა ვერიკო ბოჭორიშვილსა და გათავისუფლებულს შორის უთანხმობა, რამაც სამუშაო ადგილზე შექმნა სტრესული და არათანაბარი შრომითი გარემო. შექმნილი ვითარების გამო, მოსარჩელე არასასურველ მუშაკად და თანამშრომლად ჩამოყალიბდა უშუალო უფროსის, მამუკა ქავზინაძის შეფასებაში. იმის ნაცვლად, რომ უშუალო უფროსს უზრუნველყო მშვიდი, კოლეგიალური და თანაბარი შრომითი გარემო, არ მოახდინა საკითხის სათანადო შეფასება და ბანკის საოპერაციო სამმართველოს უფროსის წინაშე დააყენა მოსარჩელის ბანკიდან გათავისუფლების საკითხი. ბანკი დაელოდა საკმარისს საბაბს, რათა ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობით, შემდგომში აეხსნა მიღებული გადაწყვეტილების სისწორე. აღნიშნული საფუძველი გახდა გათავისუფლებულის მხრიდან კოლეგიალობისა და გუნდურობის პრინციპის დარღვევა, რაც ბანკის განმარტებით, გამოვლინდა მუშაკის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სამსახურში ჩაგვრის შესახებ გამოქვეყნებული შეტყობინებით. აღნიშნული ბანკისთვის ქმნიდა სათანადო მიზეზს უარი ეთქვა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ხოლო არგუმენტად დასახელდა მუშაკის არაკვალიფიციურობა. ამასთან, ბანკმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოვალეობების კვალიფიციურად შესრულების შემთხვევაში, ბანკი მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობას გააგრძელებდა;

• სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ არავითარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ გათავისუფლებული არ ასრულებდა თავის უფლებამოსილებას ან არ ასრულებდა უშუალო ხელმძღვანელების დავალებებს. ასეთი ვითარების დაშვების შემთხვევაში, ბანკს მუშაკის მიმართ უნდა გამოეყენებია დისციპლინური სახდელი, რაც მოსარჩელის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, არც ერთ ეტაპზე, მათ შორის კონფლიქტის განვითარების პროცესშიც, სადაც საუბარია, რომ თითქოსდა არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, არ ფიქსირდება;

• სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ არც ერთი მტკიცებულებით არ იქნა დადასტურებული ბანკის მითითებები გათავისუფლებული მუშაკის საყოველთაოდ კონფლიქტურობის წარმოჩენის თაობაზე. ბანკის აზრი, რომელიც მოწმეთა დაკითხვის დროს ვითარდებოდა, თითქოსდა მოსარჩელეს ყველა სხვა თანამშრომელთან ჰქონდა კონფლიქტი, არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით და ასეთი ფაქტის არსებობა არ არის დადასტურებული არც იმ პირების მხრიდან, ვინც შესაძლოა ყოფილიყო ასეთი კონფლიქტის მხარეც. ბანკს ასეთი პირების არც ვინაობები წარმოუდგენია და არც მათი მოწმის სახით დაკითხვა მოუთხოვია. შესაბამისად, ბანკის მხრიდან მოსარჩელის კონფლიქტურობის საყოველთაო ხასიათის წარმოჩენა მიზნად ისახავს მუშაკის პიროვნულ დისკრედიტაციას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძვლეზე, სრულიად დასაბუთებულად აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს შრომით ურთიერთობის გაგრძელებაზე და შემდეგ რამდენად კანონიერად მოხდა სადავო გათავისუფლების ბრძანების მიღება. ამ თვალსაზრისით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარსა და გათავისუფლების ბრძანების გამოცემას შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მოეხდინა უფლების მართლზონმიერების გამოყენების საკითხის სამართლებრივი შეფასება და მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა. აღნიშნული პირობის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ბანკის იურიდიული ნების და გამოცემული ბრძანების კანონთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა შეამოწმა და არა - ბანკის ყველა მოქმედების შინაარსობრივი მხარე. ამასთან, სასამართლომ გვერდი აუარა გათავისუფლებულის მიმართ ბულინგის ფაქტებს, რაც არაერთი დოკუმენტი გახდა ცნობილი. ყველა დოკუმენტით, მათ შორის მოწმეთა ჩენებებითაც დადგინდა, რომ გათავისუფლებული მუშაკი სამსახურში ბულინგის მსხვერპლია.

საქმის მასალების მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

სასამართლომ საქმეზე უკვე დაკითხა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი, მამუკა ქავზინაძე. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს. დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსის ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დისკრიმინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს. მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. საქმე მოსამართლე მაია გიგაურმა განიხილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის