logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია,  არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა
გიორგი გახარია: ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია, არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა
18:23 28.06.2019
გიორგი გახარიამ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ მედიის კითხვებს კიდევ ერთხელ გასცა პასუხი. მინისტრის განცხადებით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც დილით განხორციელდა საქართველოს პარლამენტში.

„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტში. რაც შემეხება მე, პასუხისმგებლობა და წასვლა საერთოდ პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია.

ჩემს შემთხვევაში მინდა რამდენიმე ფაქტორს გავუსვა ხაზი. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს სამწუხაროდ მოხდა თბილისში. ეს აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად 10 საათამდე და ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია დემონსტრანტებზე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში. მაგარმ მას შემდგომ, რაც 10 საათის შემდგომ ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფების შტურმები განხორციელდა პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტულად პარლამენტზე. რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. აქ არ შეიძლება, რომ უწყება, სამინისტრო, პოლიცია როგორც ინსტიტუტი, ამაში დავადანაშაულოთ.

მათ კანონი არ დაურღვევიათ, ყველა ის ქმედება, რომელიც იყო, ორგანიზებულად განხორციელებული, პოლიციის მიერ იყო კანონს დაქვემდებარებული. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია, პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - დაიცვა პარლამენტი, სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა. რასაც შემდგომ რასაკვირველია კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა