logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: როდესაც აქციის დაშლა დაიწყო, მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ, პროცედურული და პროტოკოლური მხარე დაცული იყო
გიორგი გახარია: როდესაც აქციის დაშლა დაიწყო, მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ, პროცედურული და პროტოკოლური მხარე დაცული იყო
23:51 27.06.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მათ კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერ კითხვა აქციის დაშლისას მოქალაქეების გაფრთხილებას ეხებოდა.

„მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული და პროტოკოლური მხარე, რომელიც მე გეუბნებით, რომ იყო დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეიძლება ვიდავოთ, თქვენ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოთქვამდა პროტესტს, დაუპირისპირდა პოლიციას, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მიიღო პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისევე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, არის იმაში, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არ მიიყვანოს, არ დაუშვას ძალადობრივად შეჭრა და არ დაუშვას ამ შტურმის მიზნის მიღწევა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ეს გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად მინიმალური ზიანი მიადგეს, მაქსიმალურად ხარისხიანად ვიმუშაოთ, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამართალდამცავი სისტემის ფუნქცია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, უნდა დაეთმო და ეთქვა ბოდიში, მობრძანდით, შებრძანდით პარლამენტში და შემდგომ უკვე, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვნახოთ როგორ იქნება. ასე სახელმწიფო არ შენდება და ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლების პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, შტურმით იჭრებიან პარლამენტში და სახელმწიფოს ვალდებულებაა ინსტიტუტების გარდა, მოქალაქეებიც დაიცვას, იმიტომ, რომ არავინ იცის ამ შეჭრას შემდგომ რა მიზნები მოყვება და რა შედეგებამდე მივდივართ.

სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია და იცის რა არის და ის ქცევის წესები, რომ როდესაც დარჩენილია არჩევნებამდე ერთი წელი, ცოტა მეტი და როდესაც ეს ქვეყანა, აბსოლუტურად, მედიათავისუფლების ნაწილში, პლურალიზმით, ყველაფრით არის მზად იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მშვიდობიანად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც თითოეული პოლიტიკური ძალისთვის მისაღებია და ამ დროს, ხდება მსგავსი ქმედება" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა