logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ეს იყო მძიმე დღეები, ძალზედ რთული ღამე
გიორგი გახარია: ეს იყო მძიმე დღეები, ძალზედ რთული ღამე
20:50 27.06.2019
„ჩვენ ყველანი დღეს აქ შევიკრიბეთ საკმაოდ რთული საუბრისთვის, მაგრამ იმ საუბრისთვის, რომელიც აუცილებელია. ჩვენ, იმედი მაქვს, რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძიმე დღე და მძიმე დღეები, რომელიც გადავიტანეთ ყველამ ერთად, გვექნება საშუალება, რომ განვიხილოთ, გავაანალიზოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს როგორც ჩვენი მოსაზრებები, ასევე, შეფასებები“-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს იყო მძიმე დღეები, ძალზედ რთული ღამე და სამწუხაროდ არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეები ასევე, პოლიციელები და ჟურნალისტებიც.

„შეუძლებელია, რომ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებასთან ერთად არ მივცეთ ამ ღამეს შეფასება. იმის მიუხედავად, რომ ვერ მოხერხდა პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი, რასაც ვგეგმავდით ხვალისთვის, იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც ჩვენი სამოქალაქო სექტორის, ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებები, კითხვების, მათი განწყობების ობიექტური გადმომცემები იქნებით. თუმცა, ასევე მესმის, რომ იქნება საშუალება სუბიექტური შეფასებებსაც და მე მექნება საშუალება ასევე, მოგაწოდოთ და გაგიზიაროთ ის აზრი რისი თქმაც და მიტანაც, მე როგორც ამ უწყების ხელმძღვანელს მსურს და ვთვლი, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ეს არის მიზანი და ვთვლი, რომ არ გვაქვს ახლა ჩვენ აქ ბევრი საუბრის აუცილებლობა, ყველას კარგად გვესმის კონტექსტი და ამიტომ ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემის გარეშე შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე და მზად ვართ ღია, მწვავე, ობიექტური და თუნდა სუბიექტური საუბრისთვის და შეფასებისთვის.

ვფიქრობ და მჯერა, რომ თქვენ ხართ მედია სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ძალზედ ობიექტურად გრძნობთ იმას, რა კითხვებზე პასუხს ელის დღეს ჩვენი საზოგადოება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა