რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან 30 000
ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თემურ გოგოხიამ მიიღო.
წინასასამართლო 14 აგვისტოსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წაუყენა.