logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საგანგებო სსიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის შეფასებითი მისია ესტუმრა
საგანგებო სსიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის შეფასებითი მისია ესტუმრა
12:55 27.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზას საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისია ესტუმრა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სტუმრებმა დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეაფასეს სამსახურის ტექნიკური მომზადების დონე და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის, INSARAG -ისათვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციან შემადგენლობას შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) – INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება სამსახურის სამაშველო ჯგუფისთვის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.

აკრედიტაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლები საქართველოში 20-24 მაისს იმყოფებოდნენ და სამსახურის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. მათი საბოლოო ანგარიში და სამოქმედო გეგმა ქართულმა მხარემ უკვე მიიღო.

საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისიის ვიზიტი საქართველოში 28 ივნისამდე გაგრძელდება.

INSARAG-ის დელეგაციის მისია ხორციელდება გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (UN OCHA) მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა