ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს
ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს
20:28 21.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით“-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა“-განაცხადა ჭელიძემ.

ბეჭდვა