logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სახალხო დამცველის მოადგილე: აქციაზე დაკავებულების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია
სახალხო დამცველის მოადგილე: აქციაზე დაკავებულების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია
14:01 21.06.2019
სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ, პარლამენტის შენობასთან აქციის დროს დაკავებული პირები მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა.

მისი თქმით, დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გვარამაძის ინფორმაციით, დაკავებულების უმრავლესობა აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებისას ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

„გუშინდელი დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საპროტესტო აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ წუხელ უკვე მოვინახულეთ რამდენიმე დაკავებული ადამიანი და დღეს დილიდან ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს. ამ ფარგლებში გახლდით შსს-ს შენობაში, სადაც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დილიდან ჰყავდათ 27 ადამიანი დაკავებული, აქედან ორი ადამიანი ხელწერილით იქნა გათავისუფლებული , ორი კი, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პირადად მე და ჩემი კოლეგა გავესაუბრეთ 23 ადამიანს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე ჰყავთ დაკავებული. ეტაპობრივად მოხდება მათი სასამართლოში გადაყვანა. მათი უმრავლესობა არ ეთანხმება იმ საკითხს, რომ მათ თითქოს ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიჩნევენ, რომ მათ მსგავსი რამ არ ჩაუდენიათ. გამოკითხვის დროს უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე აღნიშნავს, რომ დაკავების დროს ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი ცალკეულ შემთხვევებში, მოხდა მათი ცემა და ა.შ. რამდენიმე მათგანმა, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს დაზიანება და რაც ოქმებშიც არის დაფიქსირებული, ვთხოვეთ რომ ეჩვენებინათ ეს დაზიანებები, რამდენიმე მათგანი დაგვთანხმდა და გვაჩვენა კიდეც. უმრავლეს შემთხვევაში არც დაზიანება არ აქვთ და მსგავს პრეტენზიასაც არ გამოთქვამენ”, – განაცხადა გვარამაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა