logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა
13:14 19.06.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

პოლიტპატიმარი თეიმურაზ ნაოჭაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში. სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში იმჟამინდელმა შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს“.

გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო.

მეორე გამამართლებელი განაჩენი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი კუპრეიშვილის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელსაც 2006 წელს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარმართული გამოძიების შედეგად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ აჭარაში განვითარებული მოვლენებისგან გიორგი კუპრეიშვილის ჩამოშორება და მისი იზოლირება, გამომდინარე იქიდან, რომ მას როგორც მაღალ თანამდებობაზე მყოფ სამართალდამცავს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენები რეგიონში.

2004 წლის 05 მაისს, აჭარაში სამართალდამცავებმა გიორგი კუპრეიშვილი უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს ფოთის სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში, სადაც 1 დღე უკანონოდ ყავდათ თავისუფლებააღკვეთილი. მეორე დღეს, თბილისიდან მიღებული დავალების შესაბამისად არაოფიციალურად დაკავებული გიორგი კუპრეიშვილი მიიყვანეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, იმჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე, საიდანაც გამოსული ყოველგვარი დაკავების ოქმის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირდაპირ შეასახლეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 2004 წლის 08 მაისს მასთან გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალურად შეავსო დაკავების ოქმი.

გიორგი კუპრეიშვილის დაკავების გაფორმების შემდეგ, მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და კერძო საუბრის უკანონო ჩაწერა, მიყურადებისთვის, რა ბრალდებებიც სრულად გამოირიცხა ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი ახალი გარემოებებით.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი კუპრეიშვილის საქმეში აღმოჩენილი პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და იგი უდანაშაულოდ ცნო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 61 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა