ანტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ანტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
18:01 16.06.2019
ანტალიაში საქართველოს მოქალაქის, 61 წლის ქეთევან ქათამაძის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, მეზობლები კი ამის გამო შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდნენ.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. მაშველები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ და ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

არსებული ცნობით, 61 წლის ქალი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ანტალიაში.

თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს.

ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.
ბეჭდვა