კონტრაქციის სამ მონაწილეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
კონტრაქციის სამ მონაწილეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
14:06 16.06.2019
კონტრაქციის მონაწილეთაგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ოთხი მანგანის სასამართლო პროცესი ხვალაა დაგეგმილი.

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა, 21 მათგანი კი მალევე გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ანდღულაძის თქმით, მას პოლიციამ ბრალეულობები წარუდგინა, თუმცა, მისი განმარტებით, მას სამართალდამცველებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

გიორგი ოძელაშვილის თქმით, იგი თავს უდანაშაულოდ თვლის, რადგან არც მას მიუყენებია პოლიციისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა.

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია.

ბეჭდვა