logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა
შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა
13:13 15.06.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისია ეწვია.

დელეგაციას სამდივნოს ევროპის სუბდირექტორატის უფროსი - მათეუშ ვალზაკი ხელმძღვანელობდა.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან შეხვედრა გამართეს, სადაც ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა შეაფასეს და დადგენილ სტანტარტებთან შესაბამისობის საკითხებზე ისაუბრეს.

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსთან, გიორგი მეზვრიშვილთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ, სადაც ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მონაცემთა ბაზების საქართველოს შესაბამის უწყებებში ადაპტაციის პროცესს გაეცნენ. სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარფის, ფოთის პორტის და სადახლოს რკინიგზის საკონტროლო გამშვები პუნქტები.

გაცნობითი შეხვედრა გაიმართა საექსპეტრო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. შემფასებელთა მისიის წევრებმა დეპარატმენტის ლაბორატორიები და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილები დაათვალიერეს.

ვიზიტის დასასრულს, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლებმა პირველადი შეფასებები გააკეთეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო დადგენილ სტანტარტებს შეესაბამება. მეტიც, საქართველოში დანერგილია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, რასაც სხვა ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნო წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბიუროების მუშაობის შეფასების მიზნით ვიზიტებს (ე.წ. Revitalization Visit) სისტემატურად ახორციელებს.

თითოეული ეროვნული ცენტრალური ბიუროს შეფასება 6 წელიწადში ერთხელ ხდება. საქართველოში მსგავსი ვიზიტი 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა