logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
10:53 15.06.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის, თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩადენის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ. დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ჯგუფის მიზანს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.

ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი თანხის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, კანონიერი სახის მიცემის მიზნით თანხის დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა. აღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სუბ აგენტის, შპს „ზაზა გრუპისა“ და მსჯავრდებულების პირადი ანგარიშების გამოყენებით, 2015 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით, დაუსაბუთებელი და თაღლითურად მოპოვებული დაახლოებით 1 209 233,88 აშშ დოლარისა და 1 044 096.05 ევროს შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ა.დ.-ს ბრალდება 2017 წლის 17 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, სასამართლომ ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ხუთი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია მოახდინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის