პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე სულ 8 პირი დააკავა
პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე სულ 8 პირი დააკავა
22:29 14.06.2019
საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.

ბეჭდვა