logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო
პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო
15:13 13.06.2019
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო პროცესი მთლიანად აღნიშნულ რეკომენდაციებზე იქნება აგებული. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერება მოხერხდება.

„დღეს შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. დავასრულეთ გუშინ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მუშაობა და ვიწყებთ ახალ, ძალიან რთულ, მაგრამ საინტერესო პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, ეუთო/ოდირმა წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. არის 27 რეკომენდაცია წარმოდგენილი და ძირითადად, ჩვენი სამუშაო პროცესი იქნება აგებული ამ რეკომენდაციებზე, გვექნება მსჯელობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევძლებთ ჩვენ პოზიციების შეჯერებას, მიუხედავად იმისა, რომ თემა არის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ბევრია სუბიექტური ინტერესები, შესაძლებელია, ისეთი რეგულაციების ჩამოყალიბება, რომელზეც შეჯერდება პოლიტიკური პოზიციები, შევხედოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პოზიციების შეჯერება მრავალ საკითხზეა შესაძლებელი.

„არის უამრავი საკითხი, მათ შორის, პარტიების დაფინანსებასთან, დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, არის ე.წ. სიჩუმის დღის საკითხი, რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო. არის 27 სხვადასხვა რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი, თითოეული მონაწილე სუბიექტის მხრიდან, წინადადებების წარდგენას 24 ივნისამდე ელოდება. „უკვე ამის შემდეგ, ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და ამ პირველადი კანონპროექტის გარშემო აიგება მსჯელობა ივლისის პირველ ნახევარში“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა