logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე: აშკარად ჩანდა გამოძიების გარკვეული ხარვეზები
ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე: აშკარად ჩანდა გამოძიების გარკვეული ხარვეზები
23:32 11.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებსა და საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "პორველის" ეთერში ისაუბრა.


„ორი ფაქტორია, რაზეც ყურადღებას გავამახვილებ. ერთი - რაც შეეხება კომისიის შეფასებას, იყო, გეთანხმებით, სხვადასხვაგვარი განცხადებები ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, მე არაერთხელ დავაფიქსირე პოზიცია კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე, მე მადლობას ვუხდიდი კომისიას, კომისიის ხელმძღვანელობას, კომისიის მთლიან შემადგენლობას იმისთვის, რომ მათ გასწიეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და დადგინდა მნიშვნელოვანი გარემოებები ამ კომისიის მუშაობის შედეგად. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორს რაც შეეხება, მეორე ფაქტორი არის ის, რომ მე პირადად და ჩემი გუნდის წევრები ასევე, ძალიან ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ წინ იყო მეორე ინსტანცია, წინ იყო მესამე ინსტანცია. წინ იყო გამოძიება, მათ შორის, იყო გარკვეული მიმართულება გამოძიებაში, რომელიც საერთოდ არ იყო, პრაქტიკულად, განვითარებული, მაგალითად, იგივე დანაშაულის დაფარვის ნაწილში, პრაქტიკულად, გამოძიებას არ ჰქონდა გაშლილი საკუთარი საქმიანობა. ყოველთვის ვაცხადებდით ჩვენ, რომ ჯობდა, დავლოდებოდით მეორე ინსტანციას, მესამე ინსტანციას, მანამდე გამოძიებას და ამის შემდეგ, როდესაც უკვე საბოლოოდ დაიხურებოდა ეს საქმე, იქ სჯობდა, გაგვეკეთებინა დასკვნები და რეალურად, გამოჩნდა, რომ ვიყავით მართლები, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პირველი, და თან, ეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმე, სადაც სწრაფ ტემპში უწევს გამოძიებას მოქმედება, შესაბამისად, სწრაფ ტემპში წავიდა საქმე პირველ ინსტანციამდე და ამანაც განაპირობა ის, რომ სრულფასოვნად ვერ ჩამოყალიბდა განაჩენი პირველი ინსტანციის დონეზე, თუმცა, უკვე მერე იყო სათანადო დრო მეორე ინსტანციამდე და აქ უკვე არსებითად შეიცვალა ვითარება.

დადგენილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. მაშინ იყო ერთი კომისიის დასკვნა, მეორე - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული საპარლამენტო დადგენილება. იქ იყო რამდენიმე მოწოდება, მათ შორის, იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მიმართულებით გაგრძელებულიყო გამოძიება და ეს ეხებოდა, რა თქმა უნდა, კონკრეტულ სახელებსაც და გვარებსაც და მეორე ნაწილია, ასევე, ამ დადგენილებაში, რომელიც ეხება შესაძლო გადაცდომებს თუ სხვა სამართალდარღვევებს, შესაძლო ჩადენილს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან და ამასთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაცია დღესაც რჩება ძალაში.

იქ აშკარად ჩანდა გარკვეული ხარვეზები გამოძიებაში, მათ შორის, იქ იყო იგივე, დაკითხვები შეიძლება ჯობდა, ჩატარებულიყო და არ ჩატარდა, ჩხრეკა და ასე შემდეგ, არაერთი გარემოება იყო მოცემული და თუ ამ გარემოებების და ხარვეზების უკან დგას სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში, რეაგირება არის აუცილებელი. სწორედ ეს წერია საპარლამენტო დადგენილებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის