logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი შედგა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი შედგა
13:17 11.06.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში ყალბი ფულის (ყალბი ევროს ბანკნოტების) გამოვლენის და მათი მიმოქცევიდან ამოღების მიმართულებით განხორციელებულ სამართლებრივ ღონისძიებებზე და ამ სახის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე. იმსჯელეს ევროკავშირის ქვეყნებში ყალბი ფულის დამზადებასა და გასაღებასთან დაკავშირებული დანაშაულის სტატისტიკაზე და აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში მიმოქცევაში არსებული ყალბი ფულის - ეროვნული და უცხოური ვალუტის არსებობა საფრთხეს უქმნის საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებს და სერიოზულ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს. ამდენად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი სამსახურების ეფექტიანი საქმიანობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მომავალში განსახორციელებელ აქტივობებს და ამ მიმართულებით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობას. ასევე, იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.

იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის