logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირინე ფრუიძემ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხები მიმოიხილა
ირინე ფრუიძემ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხები მიმოიხილა
16:09 07.06.2019
პარლამენტში მიმდინარე რეგიონალური კონფერენციის - „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება თემაზე: „პარლამენტების გაძლიერება კეთილსინდისიერების მექანიზმების საშუალებით“, რომლის ორგანიზატორი იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR).

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ დონეზე პარლამენტების მიერ კეთილსინდისიერების მექანიზმის შემუშავებისა და განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და რეფორმებს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ ღონისძიების მონაწილეებს ის გამოცდილება გააცნო, რომელიც საქართველოს პარლამენტს ეთიკის კოდექსის შემუშავებისა და მიღების კუთხით აქვს.

ირინე ფრუიძემ დეტალურად ისაუბრა: ეთიკის კოდექსის პრინციპებზე, კოდექსში გაწერილ ქცევის წესებზე, მათ შორის, პარლამენტის წევრის მიერ საჩუქრის მიღებასთან და ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა კოდექსის დარღვევის შემთხვევების მონიტორინგზე და კოდექსის აღსრულების მექანიზმის - ეთიკის საბჭოს საქმიანობაზე.

„შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს პარლამენტის გამოცდილებას და ინტერესი გამოხატეს, რომ მსგავსი ინსტრუმენტი თავიან პარლამენტებშიც დანერგონ“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ირინე ფრუიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნების და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.












FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის