logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ მახარობლიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული
თამარ მახარობლიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული
19:58 06.06.2019
სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე იურისტ კახა კოჟორიძის მიერ პარლამენტში რეზოლუციის პროექტის წარგენას სოციალურ ქსელში პასუხობს.

მახარობლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული:


„იურისტების გარკვეული ჯგუფის მხრიდან ე. წ. „რეზოლუციის“ პროექტზე მსჯელობა წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ვინაიდან მათი მოსაზრებები არავითარ ფაქტობრივ გარემოებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი სახის პროექტზე მსჯელობას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი.


მსგავსი პოლიტიკური შინაარსის მოწოდება საქართველოს პარლამენტის მიმართ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, ასევე, არყევს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, იურისტების ჯგუფი უნდა აცნობიერებდეს, რომ მსგავსი სახის მოწოდება პირდაპირ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.


დასახელებული ჯგუფის მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია მართლმსაჯულების სისტემის უარყოფითად შეფასების შესახებ, მიზნად ისახავს, რომ საქართველოს პარლამენტი გამოვიდეს ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოებიდან, დაარღვიოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, უხეშად ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში და ეჭქვეშ დააყენოს სასამართლოს მიერ მიღებული ყველა იმ გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომელთა უკან თითოეული მოქალაქის ინტერესები დგას და წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს.


სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის მსგავსი აბსტრაქტული და დაუსაბუთებელი შეფასება, მის მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები და სხვადასხვა ფორმით სასამართლო საქმიანობის პროცესში აშკარა ინტერვენციის მცდელობა, რასაც, ბოლო დროს, გარკვეული დაინტერესებული სუბიექტების მხრიდან სამწუხაროდ აქვს ადგილი, ცუდი შედეგის მომტანია არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების, არამედ მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი საერთაშორისო რეპუტაციისთვის.
მაშინ, როდესაც დასახელებული ჯგუფი ცდილობს, უნდობლობა გამოუცხადოს სასამართლო ხელისუფლებას, ობიექტური რეალობა არის სრულიად განსხვავებული. კერძოდ: 2019 წელს მსოფლიოს მაღალრეიტინგული კვლევითი ორგანიზაციის IPSOS France-ის მიერ სხვა სუბიექტებთან ერთად გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს საქართველოს მოსახლეობის 51% აფასებს როგორც ძალიან ან მეტწილად კარგს; მაშინ, როდესაც ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა შეფასებულია 52%-ით. საქართველოში სასამართლოს მოსარგებლეთა შორის კი, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია და შეადგენს 55%.


საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებაზე მეტყველებს ასევე ის ფაქტიც, რომ 2009-2012 წლებთან შედარებით 2013-2016 წლებში 87%-ით იკლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ასევე ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, გახშირდა სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტის შემთხვევები, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამ მკვეთრად იკლო. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზარდა პროკურატურის სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობებზე, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიებებზე, სასამართლოს მხრიდან უარის თქმის შემთხვევები. ეს ყოველივე იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული.


საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, როგორც ამას სხვა არაერთი ავტორიტეტული კვლევაც ადასტურებს. მათ შორისაა Heritage Foundation-ის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business-ის) და მმართველობის გლობალური ინდიკატორების მაჩვენებლები და მრავალი სხვა. შედეგად, მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომპონენტში, საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილს იკავებს.

ე. წ. „რეზოლუციის“ პროექტის ავტორები, ისე, რომ ერთ ფაქტზეც არ მიუთითებენ, სრულად უგულვებელყოფენ ყველა ამ სართაშორისო კვლევას და ამ პრესტიჟული ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ ცდილობენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ დაიჩრდილოს „ქართული ოცნების“ უდიდესი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარი - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს.
რადგანაც ე. წ. „რეზოლუციის“ პროექტი ერთ სამართლებრივ არგუმენტს ან ერთ ფაქტსაც კი არ ეფუძნება, ნათელია, რომ იგი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და, სინამდვილეში, აღნიშნული წინადადება სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობას ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეზოლუციის პროექტის ავტორებს 2004-2012 წლებში არასდროს უცდიათ მსგავსი მეთოდით - საქართველოს პარლამენტისთვის რეზოლუციის პროექტით მიმართვის გზით - საჯაროდ გაეპროტესტებინათ ის მძიმე ვითარება, რომელიც მაშინ სასამართლო ხელისუფლებაში იყო შექმნილი. ე. წ. „რეზოლუციის“ ავტორებს მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ მაშინაც კი, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს წინააღმდეგ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო.


ე. წ. „რეზოლუციის“ ტექსტის ავტორები ამ ფორმით არ ითხოვდნენ მართლმსაჯულების გაუმჯობესებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ ამას აკეთებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, როდესაც მსოფლიო დონეზეა აღიარებული საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ეს არის დასტური, რომ ე. წ. „რეზოლუცია“ და მის ავტორთა პოზიციები უკავშირდება არა ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების დონეს, არამედ მხოლოდ კონკრეტული პირების პოლიტიკურ ინტერესებს.
პროექტის ავტორების პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს ასევე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების დასახელება. რეალურად, ფაქტია, რომ მაშინდელი პროცესი შეჩერდა საპარლამენტო უმრავლესობის და არა ერთი ცალკეული დეპუტატის გადაწყვეტილებით.


ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ არის სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა სამართლიანი სასამართლოს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) განუყოფელი ნაწილია (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ, ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ). დასახელებული ჯგუფი კი დაუფარავად ცდილობს იმას, რომ სასამართლოს დისკრედიტაციის გზით გამოაცალოს მას სწორედ ის ნდობა, რომელიც ნათლად დადასტურდა არაერთი ობიექტური საერთაშორისო კვლევის შედეგად.


აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება არ გაურბის სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ხანგრძლივ პროცედურაზე დაფუძნებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების წესი. შესაბამისად, პარლამენტმა შექმნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესი, რაც აქამდე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ არსებობდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ხელისუფლება აგრძელებს სასამართლოს რეფორმირების პროცესს ე. წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში, რომლის მიზანია, ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მყარი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიები, რაც მომავალში უზრუნველყოფს სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას. აღნიშნული რეფორმები წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და შედეგად, მოხდება სასამართლო ხელისუფლების კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღება, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებშია“, - წერს თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში.


4 ივნისს საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი იურისტების მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც სასამართლო სისტემაში „კლანური" მმართველობის აღიარებასა და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შეფასებას ითვალისწინებს.


როგორც იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, იურისტთა ჯგუფს, რომელმაც აღნიშნული პროექტი შეიმუშავა, პარლამენტისგან პროექტის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ რეზოლუციას ექნება პოლიტიკურ- სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგანაც უნდა შედგეს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმაზე, რომ მართლმსაჯულებაში მიმდინარე საკითხები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის