logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: არასწორი სტრატეგიის გამო მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, სამართლებრივად არასწორია
ნათია მეზვრიშვილი: არასწორი სტრატეგიის გამო მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, სამართლებრივად არასწორია
22:14 04.06.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირდაპირ ეთერში ხორავას ქუჩის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე, ამაში ვერანაირ პრობლემას ხედავენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მართალია.


„მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, მიხეილ კალანდია იყო ის პირი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოძიება რაღაც გზას დაადგა. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გამოძიების სტრატეგია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო არასწორი სტრატეგია. დავუშვათ, რომ იყოს არასწორი სტრატეგია. ამ არასწორი სტრატეგიის გამო, ვთქვათ რაღაც ღონისძიებები არ ჩატარდა - წმინდა სამართლებრივად, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა უბრალოდ სამართლებრივად არასწორია. თუ ამის მიუხედავად ვიღაცას აქვს კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამოხელეო დანაშაულს, რამდენად კეთილსინდისიერად, განზრახ მოქმედებდნენ გამომძიებლები ან პროკურორები ამ სისხლის სამართლის საქმეში. თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე, მართლები ვართ და ამაში ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. ახლაც ვამბობ, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ და არაერთ ეთერში ამაზე განგვიცხადებია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ეს სამოხელეო მიმართულებით გამოძიება, გარკვეულმა ადამიანებმა, ისევე, როგორც ძირითადი საქმის და გამოყოფილი საქმის გამოყენება მოხდა პოლიტიკური მიზნებისთვის. იმიტომ, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ისევ და ისევ დააზიანოს პროცესის მონაწილის ინტერესები. მესმის, რომ მცდელობები ამის არსებობს. ბოლომდე ვცდილობთ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გავცდეთ როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის