გიორგი გახარია სალარიძის საქმეზე: მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად
გიორგი გახარია სალარიძის საქმეზე: მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად
21:39 03.06.2019
ორბელიანის მოედნის გახსნაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმის შესახებ უპასუხა:

„უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალზედ რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა ეს არავისთვის გამამართლებელი არ არის, თუმცა ის განაჩენი რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ყველა გარემოება ამ საქმის იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია რომელიც ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში იქნება მიღებული. ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ყველას გვესმის რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს რაც შეილება მალე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბეჭდვა