logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არჩილ კაიკაციშვილი: არ ვფიქრობ, რომ შალვა თადუმაძეს ან ზაზა თავაძეს, რაიმე ფორმით პარლამენტმა უარი უთხრას საკასაციო სასამართლოს წევრობაზე
არჩილ კაიკაციშვილი: არ ვფიქრობ, რომ შალვა თადუმაძეს ან ზაზა თავაძეს, რაიმე ფორმით პარლამენტმა უარი უთხრას საკასაციო სასამართლოს წევრობაზე
16:32 01.06.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სიაზე შეფასებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საჯაროდ გამხდარი დოკუმენტი არაერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიუთითებს და პროცესი ჩაივლის რეალური კონკურენციის, საჭირო დებატებისა და გარკვეული ინტერესების ლუსტრაციის ფონზე.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი სია სასამართლო სისტემასთან, პოლიტიკურ პროცესთან და საზოგადოებრივ მოვლენებთან მდგომი ადამიანებისთვის თვალსაჩინო მაჩვენებელია, ვის რა სურს. სია ასახავს სასამართლოს ინტერესის გამომხატველ კანდიდატებს, რომელიც თავის მხრივ უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ახლოს მდგომ მოსამართლეებად და მოსამართლეებად, რომლებიც არ გამოხატავენ არც ერთი ჯგუფის ინტერესებს. სია მოიცავს კანდიდატებს, რომლებსაც შეიძლება ლობირებდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებები. სია მოიცავს პირებს, რომლთა საქმიანობაც დაკავშირებულია ფინანსურად ძლიერი და დონორი ინსტიტუცებისგან მხარდაჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებთან. სიაში ვხდებით პირებს, რომელთა წარმატებითაც შესაძლოა დაინტერესებული იყოს საპარლამენტო პოლიტიკური ოპოზიცია და კანდიდატები, რომლებიც მოდიან თავისუფალი პროფესიიდან - ცნობილი ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, აკადემიური სფეროდან სამართლის შესანიშნავი სპეციალისტები.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ კანონით დადგენილ შემდგომ პროცედურებს. მნიშვნელოვანია, სიის შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და თითოეულ გადაწყვეტილებას ახლდეს დასაბუთება. დღევანდელი მდგომარეობით, კონკურენცია, რაც აკლდა პროცესს, სახეზეა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

არჩილ კაიკაციშვილის აზრით, მოსამართლეთა მსურველ სიაში საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის გამოჩენა არ უნდა შეფასდეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. აღნიშნული კონტექსტი უფრო პოლიტიკური ლოგიკით არის საინტერესო, ვიდრე მხოლოდ სურვილი დასახელებული პირები იკავებდნენ მოსამართლის თანამდებობას. როგორც შალვა თადუმაძე, ასევე ზაზა თავაძე, კვალიფიციური ადამიანები არიან. საზოგადოების პროკურატურის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მათი დღევანდელი ხელმძღვანელები პროფესიაში წარმატებული ადამიანები არიან, თუმცა პოლიტიკური პროცესის საფუძვლიანი ანალიზი აჩვენებს, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და გენერალური პროკურორის თანამდებობები ვაკანტური გახდეს. ეს მომენტები, შესაძლებელია დაკავშირებული აღმოჩნდეს გარკვეულ პოლიტიკურ ცვლილებებთანაც, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდი, ფაქტია, აღნიშნული ცვლილებების გარეშე არ ჩაივლის. ჩემი დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე, ისევე, როგორც მომავალი გენერალური პროკურორი, საქართველოს მთავრობის წევრი და პარლამენტის სპიკერატიდან შეიძლება გახდნენ. არ ვფიქრობ, რომ შალვა თადუმაძეს ან ზაზა თავაძეს, რაიმე ფორმით პარლამენტმა უარი უთხრას საკასაციო სასამართლოს წევრობზე.

„ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ გამოვრიცხავთ, საჯარო მხარდაჭერა გამოვთქვათ რომელიმე კანდიდატის მიმართ, რომელიც უნდა იმსახურებდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის