უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე 144 განაცხადი შევიდა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე 144 განაცხადი შევიდა
12:33 01.06.2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია.

განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილით უმაღლეს საბჭოს სულ 144 ადამიანმა მიმართა.

განაცხადი შევსებული აქვს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძესა და მის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს.

სიაში ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეცაა.

მოსამართლეობის მსურველთა სიაში არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, იურიტები და თანამდებობის პირები.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რამდენიმეეტაპიანია. 144 ადამიანიდან მსურველების გადარჩევა მოხდება, დაიწყება ღია გასაუბრების ეტაპი და პარლამენტს საბჭო 18 კანდიდატს წარუდგენს.



ბეჭდვა