logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 დამსახურებული თანამშრომელი პირადად დააჯილდოვა
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 დამსახურებული თანამშრომელი პირადად დააჯილდოვა
22:40 31.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პოლიციის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებაზე სამინისტროს გამორჩეული მომსახურეები პირადად დააჯილდოვა.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავს, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკ იოსებ არჯევანიშვილს „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის მედალი გადასცა და განაცხადა, რომ მის საფრენ გუნდს სულ ახლო პერიოდში კიდევ ახალი 4 საფრენი აპარატი დაემატება - „იოსები არის სასაზღვრო პოლიციის მფრინავი უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოჰყავდა. მან და მისმა გუნდმა. შარშან ბორჯომის ხეობაში, ხანძრის დროს, 250 საათზე მეტი იფრინა. მინდა მას მივულოცო, ვუსურვო წარმატებები და ვუთხრა, რომ მის საფრენ გუნდს სულ ახლო პერიოდში კიდევ ახალი 4 საფრენი აპარატი დაემატება.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მეხანძრე-მაშველს, ალექსანდრე შუკვანს „მამაცობისთვის“ მედალი გადასცა და განაცხადა, რომ მან გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრის დროს, მცირეწლოვანი ბავშვი თავისის სიცოცხლის რისკის ფასად, მეოთხე სართულიდან გამოიყვანა - „ალექსანდრე ის ადამიანია, ის მეხანძრე-მაშველია, რომელმაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრის დროს, მცირეწლოვანი ბავშვი თავისის სიცოცხლის რისკის ფასად, მეოთხე სართულიდან გამოიყვანა ისე, რომ ეს ბავშვი ვერც მიხვდა საერთოდ რა მოხდა და დღეს ბედნიერად განაგრძობს, ჯანმრთელად ცხოვრებას“.

მინისტრმა ასევე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი შოთა ფორჩხიძე, „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ მეორე ხარისხის მედლით დააჯილდოვა - „შოთა გახლავთ ჩვენი იმერეთის დეპარტამენტის, ქურდული სამყაროს კიდევ ერთი რისხვა. ჩვენ ხაზგასმით გამოვარჩიეთ ეს ადამიანები, რამეთუ, ვთვლით, რომ ყველაფერი რაც დაკავშირებულია კრიმინალურ მენტალიტეტთან, ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ხვალინდელ დღეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამიტომ, ყოველთვის ხაზგასმით გამოვყოფთ და დავაჯილდოებთ ადამიანებს, რომლებიც თავისი ყველანაირი უშიშრობით მიდიან ამ ძალზედ მამაც ნაბიჯზე და ებრძვიან კრიმინალურ მენტალიტეტს.“

ღონისძიებაზე, 112-ის თბილისის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, სოფიკო ჭულუხაძე დაჯილდოვა, რომელსაც მინისტრმა „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ მედალიონი პირადად გადასცა - „სოფიო გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც 112-ში შემოსული იმ უმძიმესი ზარის დროს, რომელიც ეხებოდა წამლის მძიმე ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, რამდენიმე წამში მოახერხა ნდობაში შესვლა და ისეთი სწორი მითითებების მიცემა, რომ დღეს ეს ახალგაზრდა ჯანმრთელია და ეს სოფიოს დამსახურებაა“.

ასევე, მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის მაიორები - გიორგი გურგულიანი, გიორგი ოთარაშვილი და ლევან ლომიძე დააჯილდოვა - „თბილის დეპარტამენტის მუშაობა საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ ინტენსიური. ეს ის ხალხია, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მძიმე ყაჩაღობა გახსნეს. მათი სწორი ქმედებებით, სწორი მუშაობით, სწორი საგამოძიებო ქმედებებით ეს ყველა დანაშაული არის გახსნილი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ მიერ დაკავებულია ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 11 პირი“.

გიორგი გახარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბელა ფიფია „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ მედალიონით დააჯილდოვა - „ბელას მე ძალიან კარგად ვიცნობ. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი როდესაც შეიქმნა, პირდაპირი, კონკრეტული მიზნები გვქონდა. ბელას ჰქონდა ერთ-ერთი ის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ დააპირა თავისი არასრულწლოვანი შვილის დაოჯახება. უნდა გენახათ რამდენი იმუშავა ბელამ იმაზე, რომ შესულიყო ამ ახალგაზრდა გოგონასთან ნდობაში, დაემყარებინა მასთან ისეთი ურთიერთობა, რომ დღეს ეს ადამიანი გადის რესოციალიზაციის კურსს, რომელიც ამ დეპარტამენტს აქვს. როგორც ვიცი, ეს გოგონა ოცნებობს, რომ გახდეს პოლიციელი.“

მინისტრმა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ჩხეიძე და პოლიციის მაიორი თენგიზ გეწაძე „მამაცობისათვის“ მედლებით დააჯილდოვა, რომელიც მათ ქურდულ სამყაროსთან წარმატებული ბრძოლისათვის გადასცა - „ლაშა და თენგიზი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სულ რამდენიმე თვის წინ, ზესტაფონში უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე გახსნეს. ეს გახლავთ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების დაკავება. ეს ადამიანები დამსახურებულ სასჯელს იხდიან ახლა. არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები უბრალოდ ძალადობით ცდილობდნენ წვრილი მეწარმეებისგან ფულის გამოძალვას. შემდეგ ამაზე ჩვენ „პოლიციის ფაილების“ დოკუმენტურ ფილმში გადავიღეთ ეპიზოდი, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა. ის სოციალური მხარდაჭერა, რომელიც ზესტაფონში დღეს ჩვენ ამ დაზარალებულს უნდა გავუწიოთ, არის ამ ორი ადამიანის დამსახურება, რომლებმაც შეძლეს ამ ფაქტის აღკვეთა“.

ასევე მედლით „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა გიორგი გახარიამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ბექა რუხაძე და ცოტნე შაორშაძე - „ბექა და ცოტნე არიან საპატრულო პოლიციის სანიმუშო წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, რომ საპატრულო პოლიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ხშირად უწევთ დანაშაულთან შეხვედრა, წასწრება. ეს ის ორი ადამიანია, რომლებიც წასწრებული ქურდობის დროს, არ შეუშინდნენ დამნაშავის მხრიდან გამოყენებულ იარაღს, მოახერხეს მისი გაუვნებელყოფა და დღეს ის იხდის შესაბამის სასჯელს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასარულებისას, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა