logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე: საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები უნდა დავსაჯოთ
ნათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე: საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები უნდა დავსაჯოთ
10:42 31.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც ამჟამად მესამე მოსმენით გავიდა. ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„საკითხი დგას ძალიან მარტივად და აქ უბრალოდ არის ღირებულებების თემა, რაშიც როგორც ჩანს არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარკვეულ დეპუტატებს შორის, ბუნებრივია ყველას არ ვეხები. საუბარია იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ე.წ. „ქუჩური გარჩევები“ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, რაც საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და რასაც თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, იძულება და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ძალოვანი უწყების პასუხი არის ძალიან მარტივი. გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, გასაგებია, რომ ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, ვიხილავთ, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ.

ამ ქმედების კრიმინალიზაციასა და ჰუმანური პოლიტიკისგან ნაბიჯის უკან გადადგმას შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე ვთქვით, რომ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ჰუმანურ პოლიტიკას. აქ სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჰუმანური პოლიტიკის განხორციელებისგან ჩვენ არ გადაგვიხვევია. აქ საუბარია იმაზე, დავსაჯოთ თუ არა სისხლის სამართლის წესით გარკვეული ქმედება, რომელიც დღეს გამოწვევას წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ეს გამოწვევაა. სტატისტიკა, პრაქტიკა და მაგალითები, რომლებიც პრაქტიკაში არაერთი გვქონია, თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ამის საჭიროებას ადასტურებს. მარტივი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს. ის კანონები, რომლებიც გასულ წელს მივიღეთ მანდატურებთან დაკავშირებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვა- შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიბაროთ, მოვალთ და წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, გნებავთ კომიტეტის ფორმატში, პარლამენტის მიერ მხარდაჭერამ პრაქტიკაში როგორი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. ამიტომ, რადგან ამ კანონს პრინციპების დონეზე ვიხილავთ, ეს საკითხი უნდა იქნეს მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები უნდა დავსაჯოთ“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა