დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
16:42 24.05.2019
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დღეს, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის, 1 ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
ბეჭდვა