ნათია მეზვრიშვილი: ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა - ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ
ნათია მეზვრიშვილი: ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა - ამ  ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ
16:05 19.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.

ნათია მეზვრიშვილმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

"ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ - ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა იმიტომ, რომ ხედავთ, მათ შორის ზუგდიდში, რომ ადგილი აქვს დაპირისპირებებს, ადგილი აქვს ზოგიერთ შემთხვევაში პროვოკაციებს, სიტუაციის ესკალაციას. ამიტომ, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ადგილზე დაძაბულობის და დაპირისპირებების პრევენცია, სამართალდარღვევების პრევენცია და შესაძლო დანაშაულის აღკვეთა, თუ ასეთს ადგილი ექნება.

ამისთვის არის ახლა რეალურად პოლიცია მოწოდებული და ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც პოლიციის გადაადგილებასთან დაკავშირებით იყო, მე ვფიქრობ, რომ თუ აქამდე კიდევ ვინმეს ეს კითხვები ჰქონდა, ეს კითხვები სრულად მოიხსნა, იმიტომ, რომ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციის ის ძალები, რომელიც ადგილზე არიან, რეალურად საჭირო იყო. რაც შეეხება ამ ფორმალურ მხარეს, რაც დაკავშირებულია გამოძიების დაწყებასთან, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან. ჩვენ როგორც კი ამ პირველადი საჭიროებას მოვაგვარებთ, დაპირისპირებას გავამზადებთ, ბუნებრივია ამ ფორმალურ მხარეს მივხედავთ, მათ შორის ამ ფაქტის შესწავლაც განხორციელდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა, მათ შორის ამ ტიპის ქმედებებსაც.

პოლიცია მოწოდებულია, რომ ამ ტიპის ქმედებებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ბეჭდვა