logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ კაიკაციშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები და მინდა სასამართლოს პროფესიული დღე მივულოცო
არჩილ კაიკაციშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები და მინდა სასამართლოს პროფესიული დღე მივულოცო
14:37 15.05.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს სამოსამართლეო საზოგადოებას პროფესიულ დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.

„მინდა პროფესიული დღე მივულოცო თითოეულ მოსამართლეს, რომელიც საქმიანობს საერთო სასამართლოების სისტემაში. თითოეული მოსამართლე წარმოადგენს ინსტიტუციის სახეს, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება კი დროის მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია, ადვოკატს, პროკურორს, მოსამართლეს, ერთიანი განცდა ჰქონდეთ თანასწორუფლებიანი მართლმსაჯულებისთვის. სწორედ მოსამართლის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციისთვის, თუნდაც ერთ გადაწყვეტილებას, შეუძლია, შეცვალოს გარემო. ჩვენ გვყავს ღირსეული და კვალიფიციური მოსამართლეები. ჩემი აზრით, ისინი უმრავლესობაშია. მათ სჭირდებათ მეტი ხელშეწყობა და სოციალური დაცვა, რათა მეტად გაიზარდოს მოსახლეობაში სასამართლოსადმი ნდობა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო“ - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა ხარისხობრივად სხვა სიმაღლეზე დგას და სასამართლოს მეშვეობით, დარღვეული უფლებების დაცვა და აღდგენა, შეუძლებელი აღარ არის. კანონიერ და დასაბუთებულ გადაწვეტილებებს იღებს ის მოსამართლეებიც, რომლთა მიმართაც საზოგადოების კრიტიკა სამართლიანად ისმის. ვინაიდან სასამართლო ხელისუფლებას სრული დამოუკიდებლობისთვის არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, არამედ საზოგადოების ლეგიტიმაცია და ნდობა, მართლმსაჯულების სისტემაში გამოწვევებსა და შედეგებზე დისკუსიის გაგრძელება საუკეთესო შესაძლებლობაა თითოეული მოქალაქისთვის, რათა გაკეთდეს სწორი და პირუთვნელი დასკვნები.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო იმ ადამიანებსაც, რომლებიც სარგებლობენ ყოფილი მოსამართლის სტატუსით ან წარმატებით განვლეს შესაბამისი პროცედურები და უნდა შეუდგნენ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებას. ჩვენ, ყველამ ერთად, პროფესიული პატივისცემისა და კოლეგიალობის საფუძველზე, უნდა შევძლოთ ქართული სასამართლო სისტემის ნდობის ამაღლება და კანონის უზენაესობის დაცვა ხარისხიანი მართლმსაჯულებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა