logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
18:30 14.05.2019
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლები.

მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანის თაობაზე; ქალ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სკოლის ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელიც სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

ნარკომანიასთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია საბჭოს სამდივნომ (საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი) მოამზადა, სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი წინადადებები სამოქმედო გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიაში აისახა.

სამინისტროს ცნობით, სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ თემატურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს, რომლებიც განსაზღვრულია ნარკომანაისთან ბრძოლის სტრატეგიაში და რომლის მიზანია დაბალანსებული პოლიტიკის ჩამოყალიბება და ქვეყანაში არსებულ პრობლემათა იდენტიფიცირება, პრაგმატული და რეალისტური სტრატეგიის განხორციელება.

2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით სახელმწიფო უწყებები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, რათა განახორციელონ ისეთი აქტივობები და შეასრულონ ისეთი ამოცანები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში თითოეული გადაწყვეტილება და ამოცანა ეფუძნება ოთხსვეტოვან ნარკოპოლიტიკას (პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, მიწოდება/მოთხოვნის შემცირება); დაგეგმილი ღონისძიებები ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის, ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების, პერიოდულად შემუშავება-დამტკიცება და მათი შესრულების მონიტორინგი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის