logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს
15:37 11.05.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს.

გასვლითი სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დისციპლინური წარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხების განხილვას დაეთმობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი, რეფორმის თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

"დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა ძალიან პროდუქტული განხილვა, სადაც ძირითად საკითხებზე უკვე შევჯერდით. დღეს უკვე გვაქვს საბოლოო განხილვა, სადაც გვინდა, რომ საბოლოოდ შევაჯეროთ პოზიციები რეფორმის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით. არის ძირითადი მიმართულებები დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენი სურვილია, რომ სრული კონსენსუსით დავასრულოთ ეს განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ასეც დასრულდება ჩვენი მსჯელობა ამ ფორმატში“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთლიანად იცვლება ორგანული კანონის შესაბამისი ნაწილი დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და დისციპლინური წარმოების საფუძვლები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფუნდამენტურია პროცესთან დაკავშირებული ცვლილებებიც.

„ახალი პროექტი არის ფუნდამენტურად მომზადებული, რეალურად, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და აქ არის საუკეთესოდ დაბალანსებული ის ინტერესები, რასაც ქვია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა. ამ პრინციპებს ეფუძნებოდა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, აქ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სკოლაში სწავლების პრაქტიკა და შესაბამისი ცვლილებები აისახება კანონში. მათ შორის გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიები, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება ამ კუთხით და რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ იქნება მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიღებული იმისათვის, რომ საბჭოს მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს ეხება, მათ შორის, საბჭოს გადაწყვეტილებების ღიაობას, დასაბუთებას. არის არაერთი ცვლილება, რომელიც აისახება ამ ნაწილშიც“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა