logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი: შემოწმების პერიოდში არ გამოვლენილა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი: შემოწმების პერიოდში არ გამოვლენილა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები
18:33 10.05.2019
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს.

ვიზიტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასთან ერთად, შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პოზიტიურად აფასებს პოლიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების პერიოდში პოლიციის, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორების და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებიდან ანგარიშში განსაკუთრებით დადებითად არის აღნიშნული საპატრულო პოლიციის მიერ ახალი სამხრე კამერების გამოყენება და პოლიციის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ასევე, ხაზგასმით დადებითად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა.

კომიტეტი პოზიტიურად აფასებს დროებითი მოთავსების იზოლატორების და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას როგორც იქ განთავსებული პირების უფლებების (მათ შორის დაცვის უფლება, უფლება თარჯიმანზე და ა.შ.) დაცვის, ისე ინფრასტრუქტურის, ჰიგიენური პირობების და სამედიცინო შემოწმებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხაზგასმულია დაზიანებების აღრიცხვის და დოკუმენტირების წესის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

რაც შეეხება კომიტეტის სამომავლო რეკომენდაციებს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიმართ, აღნიშნული ძირითადად მიმართულია არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ და ეხმიანება ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი სამინსიტროს მიერ უკვე შესრულებულია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის