logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა
ნათია მეზვრიშვილი: ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა
18:07 10.05.2019
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს.

მათ შორის, ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას. ანგარიშის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დეტალური განმარტება გააკეთა.

"როგორც უკვე აღინიშნა, ამ ანგარიშში შეფასებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა. ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ კომიტეტი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ საანგარიშო პერიოდში, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა. ეს გახლავთ შედეგი იმ ძალისხმევისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გასული წლის განმავლობაში გასწია და ასევე, შედეგი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა, რომელიც ჩვენ კონკრეტული მიმართულებებით გადავდგით. კომიტეტმა პოზიტიურად შეაფასა სამხრე კამერებით პატრულ-ინსპექტორების აღჭურვა. ასევე, პოზიტიურად შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და პოლიციის აკადემიაში, ჩვენი თანამშრომლების, პოლიციელების მუდმივი გადამზადება. ასევე, საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირების უფლებების დაცვის მდგომარეობა. როგორც ადვოკატზე წვდომის, ისე თარჯიმანსა და სხვა სერვისებზე წვდომის ნაწილში.

დადებითად არის შეფასებული ასევე, ამ სტრუქტურულ დანაყოფებში არსებული ინფრასტრუქტურა, ჰიგიენური პირობები და თანამშრომელთა კვალიფიკაცია. რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც გახლავთ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი ინდიკატორი.

რა თქმა უნდა, კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ, შესრულებული გვაქვს და ეს გახლავთ რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად მიმართულია არსებული სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ და რეკომენდაციები, რომლებიც პრინციპში თანხვედრაშია იმ რეფორმებთან, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რაც მომავალში გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის