logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია: თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იყო მოსალოდნელი პროცესი
გიორგი გახარია: თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იყო მოსალოდნელი პროცესი
12:53 10.05.2019
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, მათ შორის ფრანს 24-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნათა ზრდას ეხებოდა.

"რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში საფრანგეთთან მიმართებით გვაქვს და ეს ფაქტია, ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ამის ახსნა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი, ისევე როგორც მსგავსი გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთანაც და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს.

რა თქმა უნდა, საფრანგეთთან მიმართებაში, ეს ისტორიული სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურულ დონეზე, არის დამატებითი მოტივი იმისთვის, რომ საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკადი ცოტა უფრო მაღალია და ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავგეგმეთ. საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ჩვენ ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები. ამას ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ვხედავთ, საფრანგეთთან მიმართებაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეის მდგომარეობით უკვე ვაკეთებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი.

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში. ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ ციფრებს შევამცირებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 წელია, საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა. 400 ათასზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ყველანაირი კანონის სრული შესაბამისობით. არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. მათი უდიდესი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში, ისევე როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, თუმცა ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მიმართულება, ამ ქვეყნის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება იყოს როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები არის, ამ გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება პოზიტიური შედეგი",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის